მანქანის გარეგნობა ხშირად პირველ შთაბეჭდილებას ქმნის, მაგრამ ის, რაც რეალურად უსაფრთხოებას და მართვის კომფორტს განსაზღვრავს, დისკები და საბურავებია. ბევრ მძღოლს შეიძლება არც ჰქონდეს გათვიცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია მათი სწორად შერჩევა და მოვლა. მოდი, ერთად გავერკვეთ რამდენიმე დეტალში.
რა განსხვავებაა დისკებს შორის და როგორ შევარჩიოთ ჩვენი მანქანისთვის შესაფერისი ვარიანტი?
დისკი არ არის მხოლოდ ვიზუალური ელემენტი, ის გავლენას ახდენს მანქანის მართვაზე, საწვავის ხარჯვასა და ზოგად უსაფრთხოებაზე. ბაზარზე ყველაზე ხშირად გვხვდება ორი ტიპის დისკი, ფოლადის და ალუმინის.
ფოლადის დისკები უფრო მტკიცეა და კარგი რთული გზებისთვის ან ზამთრის პერიოდში. ხოლო ალუმინის დისკები მსუბუქია, უკეთესად ასხივებს სითბოს და ვიზუალურადაც უფრო ეფექტურია.
შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ დისკის ზომასაც, ის უნდა შეესაბამებოდეს საბურავის ზომასა და მანქანის ტექნიკურ მონაცემებს. შეცდომით შერჩეულმა დისკმა შეიძლება გამოიწვიოს წონასწორობის დარღვევა და არაკომფორტული მგზავრობა.
საბურავის შერჩევისას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
საბურავი მხოლოდ რეზინი არ არის, ის გზასთან თქვენი ერთადერთი შეხების წერტილია და მის ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული ბევრი რამ: დამუხრუჭება, გადაადგილება, ხმაური და საწვავის მოხმარებაც კი.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი სეზონურობაა. ზაფხულის, ზამთრისა და უნივერსალური საბურავები ერთმანეთისგან განსხვავდება მასალის შემადგენლობითა და კარკასის ფორმით. ზამთარში ზაფხულის საბურავის გამოყენება არარეკომენდებულია, ისევე როგორც ზაფხულში ზამთრის.
საბურავის შერჩევისას ყოველთვის გაითვალისწინეთ მითითებული მახასიათებლები: სიჩქარის ინდექსი, დატვირთვის მაჩვენებელი და ხმის დონე. სწორი შერჩევა ნიშნავს უსაფრთხო მგზავრობას და საბურავის ხანგრძლივ სიცოცხლეს.
მარტივი რჩევები ყოველდღიურ მოვლაზე
ყველაზე ძვირადღირებულ დისკებსაც კი სჭირდება რეგულარული მოვლა და კონტროლი.
დარწმუნდით, რომ საბურავებში ყოველთვის ოპტიმალური წნევაა. გადამეტებული ან ნაკლები წნევა არათანაბარ ცვეთას და დაზიანებას იწვევს.
თვეში ერთხელ მაინც შეამოწმეთ დისკები დაზიანების ან დეფორმაციის ნიშნებზე. დარტყმებმა და ორმოებმა შესაძლოა უხილავი მიკრობზარები წარმოქმნას, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება გახდეს სერიოზული პრობლემის მიზეზი.
ასევე, სეზონზე ერთხელ მაინც გაატარეთ ბალანსირება და გადაჯგუფება, ამით თავიდან აიცილებთ არათანაბარ ცვეთას და მანქანაც უფრო სტაბილურად იმოძრავებს.
დისკები და საბურავები, მანქანის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალებია, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება.