საბურავის არჩევა მანქანის მფლობელისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ბაზარზე იმდენი ბრენდია, რომ ზოგჯერ არჩევანი რთულიც კია. მაგრამ თუ გსურს ისეთი საბურავები, რომლებიც გამძლეობით, ხარისხითა და ხელმისაწვდომობით გამოირჩევა, მაშინ აუცილებლად უნდა გაიცნო ლასას საბურავები.
რა გამოარჩევს ლასას საბურავებს?
ლასა (Lassa) თურქული წარმოშობის ბრენდია, რომელიც უკვე წლებია წარმატებით ინარჩუნებს მაღალ პოზიციას საბურავების ბაზარზე. ის მზადდება ერთ-ერთ ყველაზე სანდო საწარმოში - Brisa Bridgestone Sabancı Tire Manufacturing Company-ში, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ პროდუქტი გადის მკაცრ ტექნოლოგიურ და ხარისხობრივ კონტროლს.
ლასას საბურავები გამოირჩევა:
- ხანგრძლივი სიცოცხლის ციკლით - ნაკლები ცვეთა, მეტი გზის დაფარვა.
- წვიმიან ამინდში გამორჩეული მოჭიდებით - უსაფრთხოება პირველ ადგილზეა.
- ხმაურის მინიმიზაციით - კომფორტული მგზავრობა.
- თანამედროვე დიზაინით - ვიზუალურადაც მორგებულია თანამედროვე ავტომობილებს.
რატომ უნდა აირჩიოთ ლასას საბურავები ?
საქართველოში კლიმატური პირობები ცვალებადია. ზამთარში სველი და თოვლიანი გზებია, ზაფხულში კი, ცხელა და ასფალტი ტემპერატურას ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ გვჭირდება საბურავები, რომლებიც ყველაფერს გაუძლებს. ლასას საბურავები იდეალურად ერგება ჩვენს რეალობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც წელიწადის ოთხივე დროს მანქანას აქტიურად იყენებს.
გარდა ამისა, ეს ბრენდი საბურავების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, იქნება ეს სატვირთო, თუ მსუბუქი ავტომობილი.
სად ვიყიდოთ ლასას საბურავები?
ლასას საბურავების შეძენა შეგიძლია საქართველოში სანდო ავტოსერვისებსა და ონლაინ პლატფორმებზე. არჩევისას აუცილებლად გადაამოწმე საბურავის დამზადების წელი, ზომა და შესაბამისობა შენს მანქანასთან.
თუ ეძებ ხარისხიან და სანდო არჩევანს, ლასას საბურავები ნამდვილად ღირს.
ეძებ საბურავებს, რომლებსაც ნამდვილად ენდობი ?
ლასას საბურავები შეუცვლელი პარტნიორია გზაზე - ხარისხი, უსაფრთხოება და გამძლეობა ერთად. შენც დატესტე ბრენდი, რომელიც ათასობით მძღოლმა უკვე აირჩია!